უკრაინის კომერციული პორტების ბლოკადა უკრაინაში არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის აგრესია მეორის წინააღმდეგ. ეს არის გაკვეთილი სხვა პოტენციური აგრესორებისთვის, რომლებსაც მეზობლების დაპყრობა სურთ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი ამ ყველაფრის გამო არ დაისჯება, მაშინ სხვა ქვეყნები დაინახავენ, რომ საზღვაო ბლოკადა თანამედროვე მსოფლიოში ზეწოლის მისაღები ინსტრუმენტია.
„უკრაინა მუშაობს ახალ მარშრუტებზე ევროპული პორტების გავლით, მაგრამ რუსეთი ასევე ცდილობს, ჩაშალოს ჩვენი მცდელობები, როდესაც ის ანადგურებს სარკინიგზო ხიდებს და ლოგისტიკურ ცენტრებს რაკეტებით”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.