თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებები გასულ კვირას „სასურველ დონეზე“ ვერ შედგა. ამის შესახებ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მანამდე, თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შვედეთსა და ფინეთს დედაქალაქ ანკარაში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ იქნება, თუ ანკარას უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული ნაბიჯებითა და გარკვეული ვადით არ დაკმაყოფილდება.
- უფრო ადრე: ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო
- ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება
ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები 25 მაისს გაიმართა.
თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და ითხოვს:
- შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.