საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0249 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9546 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 7.03 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2466 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1833 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.33 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ნახეთ Europetime-ს სტატია, რატომ მყარდებოდა ლარი