გაერომ „Türkiye“ თურქთის ახალ სახელწოდებად დაარეგისტრირა. საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყნისთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს წერილი მიიღო.
გაეროს ყველა საერთაშორისო ფორუმსა და ოფიციალურ დოკუმენტში Türkiye იქნება გამოყენებული.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცვლილების შესახებ დეკემბერში გამოაცხადა. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ადგილობრივი ინსტიტუტები - Türkiye-ის, ყველა ოფიციალური მიმოწერის, ასევე, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დროს გამოიყენებენ.