ჯო ბაიდენმა კონგრესს აშშ-ში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს თეთრი სახლიდან მიმართა და მოუწოდა, რომ ქვეყანაში საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღისა და მათთვის განკუთვნილი მჭიდების გაყიდვა აიკრძალოს და 18-დან 21-წლამდე გაიზარდოს იარაღის შეძენის ნებართვისათვის საჭირო მინიმალური ასაკი.

ჯო ბაიდენმა მოუწოდა, რომ გამკაცრდეს იარაღის მყიდველთა შემოწმების პროცესი. მისივე თქმით, ასევე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე აკრძალვა, რომელიც შეერთებულ შტატებში 2004 წლამდე მოქმედებდა.


აშშ-ის პრეზიდენტის ამ მიმართვას წინ უძღოდა ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში მომხდარი სროლა, რასაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.