გერმანიაში, ბავარიაში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ცნობილია, მატარებელი, რომელსაც ძირითადად სტუდენტები გადაჰყავდა, მიუნხენისკენ მიემართებოდა, როდესაც 3 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.
ამ ეტაპზე, გამომძიებლები ავარიის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ.