წელი დაიწყო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებით, მილიონობით მგლოვიარე გულშემატკივრის წუხილს, კიდევ ერთი ლეგენდის გარდაცვალება დაემატა წლის ბოლოს, როდესაც მსოფლიომ ფეხბურთის ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავი - დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
2020 წელი მსოფლიო სპორტისთვის მოყვარულთათვის გარდამტეხი უნდა ყოფილიყო, წელი დატვირთული უნდა ყოფილიყო ტოკიოს ოლიმპიადის და ევროპის საფეხბურთო ტურნირის შეჯიბრებით. რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა, ყველასთვის სასურველი სპორტული წელი კორონავირუსის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა, ახალგაზრდული ტურნირებთან დაწყებული, ოლიმპიადის შეჯიბრების ჩათვლით ფაქტობრივად ყველა სპორტული შეჯიბრი გადაიდო ან გაუქმდა.
სპორტულ ღონისძიებებს მოწყურებული გულშემატკივრები, იძულებულნი გახდნენ, ან გამეორებით ეყურებინათ, ან ბელარუსული სპორტული ლიგა შეეყვარებინათ, რადგან ბელარუსი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც არ აკრძალა სპორტული ღონისძიებები, პანდემიის მიუხედავად.
პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ოლიმპიური კომიტეტი იძულებული გახდა, იაპონიის ოლიმპიური შეჯიბრი მომავალი წლისთვის გადაედო. იაპონიის ყოფილი მინისტრის სინძო აბეს თქმით „ მომავალი წელი იქნება კაცობრიობის, ახალი ვირუსის დამარცხების დასტური“.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო UEFA, ასევე იძულებული გახდა EURO 2020 12 თვით გადაედო. სხვა ღონისძიებები, მათ შორის უიმბლდონის ტურნირი განუსაზღვრელი ვადით გაუქმდა.
როლან გაროსის შეჯიბრის სარისკო გადაწყვეტილება საბოლოოდ ჭკვიანური აღმოჩნდა, ტურნირი, ზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე დაიწყო. უამინდომაბ ესპანელ ჩემპიონს ხელი ვერ შეუშალა და საფრანგათის ღია პირველობის მეცამეტე ტიტული დამაჯერებლად მოიგო. ქალთა ტურნირში უფრო მეტი დაძაბულობა იყო, როდესაც 19 წლის იგა სვიატეკი გახდა პირველი პოლონელი მოთამაშე, რომელმაც მოიგო დიდი სლემის სინგლის ტიტული.
ფრანგული სპორტის არანაკლებ მნიშვნელოვანმა შეჯიბრმა, ტურ დე ფრანსმა ასევე გვიანი დაწყება არჩია. ადგილობრივი გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ ჯულიან ალაფილიპსა და თიბოლტო პინოს შორის საშინაო დუელი გაიმართებოდა, მაგრამ სლოვენიელების ბრძოლას დასჯერდნენ, რომელშიც პრიმოზ როგლიჩი შეუდარებელი ტადეი პოგაქარის პირისპირ აღმოჩნდა. შეჯიბრი საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა, გამარჯვებული კი 21 წლის პოგაქარი გახდა, რომელმაც თავისი ყვითელი მაისურით ფინიშის ხაზი გადაკვეთა.
ფეხბურთის ვარსკლავებიც მალევე დაუბრუნდნენ მოედნებს, თუმცა დაფინანსებას მოკლებული გუნდები მოედნებზე მაყურებლების გარეშე თამაშობდნენ.
გერმანიის ბუნდესლიგა იყო პირველი მნიშვნელოვანი საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელმაც მაისში მატჩები განაახლა, მათ მაგალითს მალევე სხვა ლიგებიც მიჰყვნენ. საფრანგეთის "ლიგა 1" მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სეზონის ვადაზე ადრე დასრულება გადაწყვიტა, რითაც „ამიენსა“ და „ტულუზა“ საგონებელში ჩააგდეს, რადგან მათ ტურნირის დასრულებამდე 10 თამაში ჰქონდათ დარჩენილი.
ძლიერმა გუნდებმა მოულოდნელობა შემოიტანეს ტურნირებში: პარი „სენ-ჟერმენმა“, „იუვენტუსმა“ და მიუნხენის „ბაიერნმა“ შეინარჩუნეს ტიტულები, ხოლო მადრიდის „რეალმა“ ესპანეთში დაამარცხა ბარსელონა. ინგლისში, „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვა, მათ 38 მატჩიდან, 32 მოიგეს.
იმავდროულად, UEFA-მ გადაწყვიტა დაემთავრებინა თავისი ფლაგმანური კლუბური შეჯიბრი, (ჩემპიონთა ლიგა) აგვისტოში ლისაბონში ჩატარებული Final Eight მინი ტურნირით.
ბოლო წლების განმავლობაში სირთულეების გადატანის შემდეგ, PSG- მ საბოლოოდ დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ადგილი, რითაც დაასრულა ატალანტას ზღაპრული ასპარეზობა. თუმცა პარიზელები ვერ გაუმკლავდნენ ბაიერნს, რომელმაც ლიონელ მესის ბარსელონა 8:2 დაამარცხა.
საფრანგეთის ჩემპიონები კიდევ უფრო შორს წავიდნენ ქალთა შეჯიბრში: ლიონ ვენდი რენარმა ზედიზედ მეხუთე ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო, რაც მხოლოდ მადრიდის რეალის ალფრედო დი სტეფანომ 1956–1960 წლებში მოახერხა.
უეფას “Final Eight”-ის ახალი ფორმატი, მცირედით თუ განსხვავდებოდა NBA-ის მიერ შექმნილი იზოლაციისგან, რომელსაც საკალათბურთო ასოციაცი Bubble-ს უწოდებდა. NBA სრულიად ახალ ფორმატზე გადავიდა, მათ ფლეი ოფის შანსის მქონე გუნდები Walt Disney-ს ფლორიდის კურორტზე შეკრიბეს, რათა მსოფლიოს ტოპ კალათბურთელები კორონავირუსისგან დაეცვათ. 190 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ, ფლორიდის შტატში იზოლირებული ზონა შექმნა დისნეის კურორტზე, ამ ნაბიჯით მათ შეზღუდეს მოთამაშეები გარე სამყაროსთან კონტაქტისგან და მოახერხეს, რომ ასოციაციის 22 გუნდიდან არც ერთში, კორონავირუსის ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა.
„ბაბლის“ შექმნიდან სამ თვეში, ლებრონ ჯეიმსის „Los Angeles Lakers”-მა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალები მოიგო და “Miami Heat”-ი ფინალში დაამარცხა. კლინვლენდელმა ჩემპიონმა, ლებრონ ჯეიმსმა თავის კარიერაში მეოთხე ჩემპიონის და “MVP”-ის ტიტული მოიგო.
NBA Bubble-ის კალათბურთელების დადებითი ზეგავლენა არ შემოიფარგლა მხოლოდ სპორტით, ჯანდაცვითა და ფინანსებით, სპორტულმა ღონისძიებამ, უფრო დიდი გავლენა იქონია ქვეყანაში დამკვიდრებული რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ. ბრიონა ტეილორისა და ჯორჯ ფლოიდის მხარდაჭერა, ისევე როგორც რასობრივ უსამართლობასთან დაპირისპირება, მოთამაშეების მხრიდან, სხვადასხვა გზით, აქტიურად გამოიხატა.
მოთამაშეები მუხლს იდრეკდნენ ჰიმნის დროს და მაისურებზე ეწერათ წარწერა, "Black Lives Matter". NBA– ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კორტებზე დააწერეს "Black Lives Matter" და დაუშვეს არაერთი შეტყობინება გუნდის მაისურებზე, როგორიცაა "Vote" და "I can't breathe". WNBA- ს, ქალთა ლიგის ერთ მატჩზე, მოთამაშეებს ერთ მატჩზე ეცვათ თეთრი მაისურები, რომლებსაც უკანა მხარეს შვიდი ტყვია ჰქონდა გამოსახული, პოლიციის მიერ სხვა მკვლელობის გასაპროტესტებლად.
წლის რასიზმის წინააღმდეგ გამოჩენილ საპროტესტო მხარდამჭერებს შორის იყო ფორმულა 1-ის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი, რომელიც პოლბორზე ზეიმობდა შავი ძალის სიმბოლიკით სილვერსტონში ბრიტანეთის გრან პრის გამარჯვების შემდეგ.
ჰამილტონი, ფორმულა 1-ის ერთადერთი შავკანიანი მძღოლი, მუხლებზე დაჩოქილი იყო ყველა რბოლამდე და ატარებდა Black Lives Matter- ის რამდენიმე მაისურს. მან გააკრიტიკა ყოფილი ჩემპიონები, რომლებიც მას „პოლიტიკოსობაშ“ ადანაშაულებდნენ და თქვა, რომ ანტირასისტული პროტესტი არ ეხება პოლიტიკას, არამედ ადამიანთა უფლებებს.
ნოემბერში ბრიტანეთის გამარჯვებამ თურქეთის გრან პრიზზე, ჰემილტონს მეშვიდე ტიტული მოუპოვა,რითაც მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეორა - ეს ოდესღაც შეუძლებლად ითვლებოდა.
26 იანვარს მსოფლიო შოკირებული იყო, როდესაც 41 წლის კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა თავის თინეიჯერ ქალიშვილთან, ჯიანასთან და შვიდი სხვა მგზავრთან ერთად.
ავარიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ოცი ათასმა ადამიანმა შეავსო ლეიკერსის სახლის არენა- სტეიპლსის ცენტრი, ლოს-ანჯელესში, რათა ენახა ეროვნული ტელევიზიით ტრანსლირებული მემორიალი, რომელიც გაიხსნა ბიონსეს სიმღერით, რასაც მოჰყვა აცრემლებული მილოცვა მაიკლ ჯორდანისგან.
ნოემბრის ბოლოს მწუხარებამ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო, როდესაც 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა არგენტინელი ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა. მარადონა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ოსტატურად გაიტანა გოლი, სახელწოდებით „ღმერთის ხელი“. არგენტინამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა საყვარელი ფეხბურთელისთვის.
მარადონას გარდაცვალების წინა დღეს გავრცელებულმა ცნობამ, რომ ყოფილი თავდამსხმელი კრისტოფ დომინიჩი გარდაიცვალა 48 წლის ასაკში, რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო. ელეგანტური მოთამაშე, დომინიჩი ხალხს ახსოვს თავისი შესანიშნავი თამაშით, საფრანგეთის ცნობილ გამარჯვებაში ახალი ზელანდიის „All Blacks“-თან 1999 წლის მსოფლიო თასზე.
რამდენიმე კვირის შემდეგ საფრანგეთის სპორტი დაემშვიდობა სხვა საყვარელ მოღვაწეს - ვეტერანი ფეხბურთის მწვრთნელ ჟერარ ჰულიეს, რომელიც ასევე საფრანგეთის საერთაშორისო გუნდის მენეჯერი იყო.