დელავერის რეზიდენციიდან, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და პირველი ლედის ჯილ ბაიდენის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ დელავერში (Rehoboth Beach), აკრძალულ საჰაერო სივრცეში პატარა კერძო თვითმფრინავი შეცდომით შევიდა. იუწყება Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით.
„თვითმფრინავი მაშინვე გამოიყვანეს საჰაერო სივრციდან, განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სპიკერმა ენტონი გულიელმიმ. მისი თქმით, პილოტი, რომლის ვინაობა არ არის დასახელებული, გამოიკითხება.
„წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პილოტი არ მიჰყვებოდა NOTAMS-ს (შეტყობინება საჰაერო ხომალდებს), რომელიც იყო შეტანილი და არ მისდევდა გამოქვეყნებულ ფრენის მითითებებს“, - აღნიშნა სპიკერმა.
შემთხვევა, რომელიც ღამის პირველ საათამდე მოხდა, „რეჰიბოთ ბიჩის“ ცენტრში, რომელიც როგორც წესი, შაბათ-კვირას დატვირთულია, დაბნეულობა გამოიწვია. საიდუმლო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ უსაფრთხოების ზომები მიღებულია და პრეზიდენტს საფრთხე არ ემუქრება.