Europetime-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს.
TOP 10 ქვეყანა 2021 წელს საქართველოში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით
გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ;
ნიდერლანდები — $125,9 მლნ;
ჩეხეთი — $81,8 მლნ;
თურქეთი — $64,7 მლნ;
რუსეთი — $58,6 მლნ;
ლუქსემბურგი — $41 მლნ;
არაბთა გაერთიანებული საამიროები — $34,8 მლნ;
გერმანია — $31,6 მლნ;
მარშალის კუნძულები — $21,3 მლნ;
სეიშელები — $19,8 მლნ;
დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ.
საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემებით ჩანს, რომ საქართველოში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ლიდერობს, მეორეა ნიდერლანდები, შემდეგ ჩეხეთი, თურქეთი და ინვესტორების ხუთეულს რუსეთის ფედერაცია კრავს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით:
საფინანსო სექტორი — $443,3 მლნ;
გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება — $230,5 მლნ;
ენერგეტიკა — $157 მლნ;
დამამუშავებელი მრეწველობა — $143 მლნ;
უძრავი ქონება — $84,1 მლნ;
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — $28,2 მლნ;
მშენებლობა — $27,6 მლნ;
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა — $9 მლნ;
სასტუმროები და რესტორნები — $7,7 მლნ;
ტრანსპორტი — $4,7 მლნ;
დანარჩენი სექტორები — $17,5 მლნ.
საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მიმზიდველი დარგია საფინანსო სექტორი, შემდეგ გართობა, დასვენება და მომსახურების სფერო. მესამეა ენერგეტიკა, შემდეგ უძრავი ქონება და ხუთეულშია ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება.