ირანის აღმოსავლეთში, ხორასანის პროვინციაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი მგზავრი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მატარებელში სულ 348 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევის მიზეზი მატარებლის ექსკავატორთან შეჯახება გახდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდაცმცველი უწყების წარმომადგენლები.