ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო. ამის შესახებ ტელეკომპანია Nova იუწყება.
- ბულგარეთი თხევად გაზს აშშ-სგან იყიდის
- ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს
- რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს
ამჟამად ტანკერი, საბერძნეთის ტერმინალის ნაცვლად თურქეთში იტვირთება. გემიდან თხევადი საწვავის გადატვირთვას დაახლოებით 18 საათი დასჭირდება. მაისში ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი 2022 წლის ივნისიდან აშშ-დან „გაზპრომზე“ დაბალი ფასებით თხევად აირს მიიღებს.
„გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა.
1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.