საქსტატმა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. შეცვლილია TOP ინვესტორთა რეიტინგიც.
ქვეყნების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა, რამაც $196 მილიონი დოლარი შეადგინა. ესპანეთის პირველ ადგილზე გასვლა სავარაუდოდ, კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის შესყიდვას უკავშირდება.
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი კაპიტალი შემოვიდა:
- ესპანეთი - $196 მილიონი; - მატება 98,000%;
- დიდი ბრიტანეთი - $87.2 მილიონი; კლება 1.4%;
- თურქეთი - $67.1 მილიონი; მატება 130%;
- ჩინეთი - $36.4 მილიონი; მატება 12,030%;
- ნიდერლანდები - $33.6 მილიონი; მატება 500%;
- აშშ - $31.7 მილიონი; (2021 წლის პირველ კვარტალში - 59.8 მლნ იყო);
- მარშალის კუნძულები - $18.3 მილიონი; მატება 154%;
- მალტა - $10.2 მილიონი; (2021 წლის პირველ კვარტალში - 11.9 მლნ იყო;
- გერმანია - $9.2 მილიონი; მატება 26%;
- დანარჩენი ქვეყნები - $78.5 მილიონი; მატება 17%.