უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს საგრძნობლად შემცირდა საზღვაო გზით საკონტეინერო იმპორტი. რუსეთის წყლებში საკონტეინერო გემების რაოდენობა ნოემბრის პიკებთან შედარებით 60%-ით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
სააგენტო იხსენებს, რომ წამყვანმა ლოჯისტიკურმა კორპორაციებმა Maersk-მა, CMA-CGM და Hapag-Lloyd-მა რუსეთში საქმიანობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე შეაჩერეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შემოჭრის სანქციების გამო რუსეთმა საგრძნობლად შეამცირა იმპორტის მოცულობა და შეიცვალა მომწოდებლები, რის შედეგადაც ბელორუსმა პირველად გაუსწრო გერმანიას აგრესორისთვის მიწოდებული ექსპორტის ღირებულებით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შემდგომი სანქციების შემდეგ, ასობით მრავალეროვნულმა კომპანიამ დატოვა ქვეყანა, ამიტომ რუსებს მოუწიათ ნედლეულის მოძიება ალტერნატიული უცხოელი მომწოდებლებისგან, ასევე ახალი მარშრუტებისა თუ ხვრელების პოვნა საქონლის მისაღებად.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.