საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება. როგორც ლინდემ აღნიშნა, ეჭვგარეშეა, რომ შვედეთი მოკავშირეებთან ერთად იდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ჩვენმა განაცხადმა NATO-ს წევრებს შორის ფართო მხარდაჭერა მიიღო. ჩვენი მიზანია, რომ თურქეთის მიერ წამოჭრილ საკითხებზე პროგრესს კონსტრუქციული სულისკვეთებით მივაღწიოთ“, - აღნიშნავს ენ ლინდე.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს.
თურქეთი ოფიციალურად ითხოვს:
- შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის
არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.