სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი თბილისში ვიზიტისას ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ნიკო თათულაშვილს შეხვდა.
- რა საკითხები განიხილა კარა მაკდონალდმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას
- აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ვალდებულებები ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების უფლებების დაცვის კუთხით.
ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.