კარა მაკდონალდი ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი თბილისში ვიზიტისას ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ნიკო თათულაშვილს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ვალდებულებები ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების უფლებების დაცვის კუთხით. 


ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.