საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი გამოკითხვის შედეგები ცნობილია

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე კოალიცია (25.6) ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ გაერთიანებას (25.2) 0,4 პუნქტით უსწრებს.  ამას წინასწარი გამოკითხვები მოწმობს.

მესამე ადგილს მარინ ლე პენის „ეროვნული კრება“ 18.9%-ით იკავებს, კონსერვატორი „რესპუბლიკელები“ კი, 13.7%-ით მეოთხე ადგილზეა.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება.