2022 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, ოთხი წლის განმავლობაში ტრანსანატოლიური გაზსადენით 29,7 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის იმპორტი განხორციელდა. ინფორმაცია თურქეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია BOTAŞ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის.
2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მიწოდებამ 10,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. გაზსადენის წლიური სიმძლავრე 16,2 მილიარდი კუბური მეტრია, ე.წ. „პლატოს“ პერიოდში.