სლოვაკეთი უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი ახალი საარტილერიო დანადგარებს გადასცემს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში Ramstein-3 ფორმატში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პენტაგონის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ გერმანიამ უკრაინაში სამი მართვადი სარაკეტო სადგურისა და საბრძოლო მასალები გადატანა გადაწყვიტა.
ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.