გერმანია უკრაინას MARS2-ის ტიპის სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
ეს სისტემა ამერიკული უნივერსალური გამშვები დანადგარის MLRS-ის ევროპული მოდიფიკაციაა, რომელიც გერმანიის შეიარაღებაში 1990-იანი წლებიდან ირიცხება. MARS2-ს მართვადი რაკეტების 70 კმ რადიუსზე გაშვება შეუძლია.
ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.