მაკრონის თქმით, მოლდოვა ევროპის თავდაცვის ფონდიდან €40 მილიონს მიიღებს, რაც მას თავდაცვის ხარჯების გაორმაგების საშუალებას მისცემს

საფრანგეთის პრეზიდენტი 15 ივნისს მოლდოვას ეწვია. ემანუელ მაკრონი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა. მოლდოვა ევროპის თავდაცვის ფონდიდან 40 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მას თავდაცვის ხარჯების გაორმაგების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

მაკრონმა განაცხადა, რომ ამ რთულ, ომის კონტექსტში, რაც საფრთხეს წარმოადგენს, როგორც მოლდოვისთვის, ასევე, მთელი ევროპისთვის, ქვეყანა საფრანგეთის თავდაცვის ფონდიდან, დამატებით, 40 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს გააორმაგებს.

„ჩვენ ვიცით, რომ მოლდოვა ნეიტრალიტეტის ერთგულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქვეყნის დემილიტარიზაციას“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონმა მოლდოვისა და ქვეყნის ევროპულ კურსთან მიმართებით მხარდაჭერა გამოხატა. მაკრონი მოლდოვის პრეზიდენტს თავდაცვის ხარჯებისთვის €40 მილიონის გადაცემას დაჰპირდა. ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ მაკრონმა და სანდუმ კიშინიოვის ცენტრში გაისეირნეს და ერთ-ერთ კაფესაც სტუმრობდნენ.

May be an image of 2 people and people standing

May be an image of 7 people, people standing and outdoors

May be an image of 2 people, people standing and indoor

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ჩვენს ნაბიჯს, რაც მოგვცემს შანსს, დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ამ მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტს მხარდაჭერა ვთხოვე. ამავდროულად, საფრანგეთმა შემოგვთავაზა კრედიტი 15 მილიონი ევროს ოდენობით - ეს არის ფრანგული დახმარების პირველი ტრანში მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად, რომელიც მოლდოვის კონფერენციაზე ბერში, აპრილში გამოცხადდა. პარალელურად, მოლდოვასა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს კონვენციას გადასახადების თავის არიდების აღკვეთის შესახებ, რომელსაც ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოება ელოდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონვენცია გაზრდის ფრანგულ ინვესტიციებს მოლდოვის რესპუბლიკაში. ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ომის პირობებში, მაგრამ საფრანგეთისა და სხვა მეგობარი ქვეყნების, ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია, უფრო სწრაფად წავიწიოთ წინ, დასახული მიზნისკენ. ჩვენ ვაფასებთ მოლდოვა-საფრანგეთის პარტნიორობას, რომელსაც აქვს შესანიშნავი დინამიკა ბოლო წლებში და გვსურს მისი შემდგომი კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა თავის მხრივ, მაია სანდუმ.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.