რუსული მედიის ცნობით, ენერგოკომპანიებმა ავსტრიულმა OMV-მ, იტალიურმა Eni-მ, გერმანულმა Uniper-მა 15 ივნისს რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებაზე შეტყობინება მიიღეს. Eni-ს ეცნობა 15%-იანი მიწოდების შეწყვეტის შესახებ, Uniper-ს მიწოდება 25%-ით შეუმცირდება. OMV-ს არ უთქვამს, რამდენად შემცირდება მარაგი, მაგრამ, Uniper-ის მსგავსად, თქვა, რომ მას სხვა წყაროებიდან შეუძლია გაზის ჩანაცვლება.
14 ივნისს გაზპრომმა Nord Stream 1-ზე გაზის ნაკადის 40%-ით დღეში დაგეგმილი 167-დან 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირების შესახებ განაცხადა.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გაზპრომის გადაწყვეტილებას ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი აზრით, ამ გზით რუსეთი ცდილობს ევროპის გაზის ბაზრის დესტაბილიზაციას და ფასების აწევას.
14 ივნისიდან 16 ივნისამდე გაზის ფასი მეგავატზე ამსტერდამის ბირჟაზე 97-დან თითქმის 130 ევრომდე გაიზარდა. RBC-ის ცნობით, ენერგეტიკული კომპანიები OMV, Eni და Uniper ადრე შეთანხმდნენ რუსული გაზის გადახდის ახალ სქემაზე, რომელიც გაზპრომბანკში ორი ანგარიშის (ვალუტა და რუბლი) გახსნას ითვალისწინებს.