პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა კატერინა მენდესის განცხადებით, უცხოელები ახალი სამუშაო ვიზით, პორტუგალიაში დარჩენას ექვსი თვე შეძლებენ.
„უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის ხელშეწყობისა და მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად, შეიქმნა ახალი ტიპის ვიზა. კერძოდ, ესაა სამუშაოს ძიების ვიზა, რომლითაც უცხოელები პორტუგალიაში შესვლას 180 დღით შეძლებენ“, - განაცხადა მენდესმა.
მისი თქმით, მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით აღმოფხვრა „დიდი ხნის ანაქრონიზმი, როგორიცაა სამუშაო ვიზების გაცემის კვოტირების რეჟიმი“. ახალ ზომები შესულია მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის, გასვლისა და ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივი რეჟიმის ცვლილების შესახებ.