თეგი: ვიზები

პორტუგალია ექვსთვიანი სამუშაო ვიზების გაცემას იწყებს და საიმიგრაციო კვოტებს ამცირებს

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა კატერინა მენდესის განცხადებით, უცხოელები ახალი სამუშაო ვიზით, პორტუგალიაში დარჩენას ექვსი თვე შეძლებენ. „უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის ხელშეწყობისა და მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად, შეიქმნა ახალი ტიპის ვიზა. კერძოდ, ესაა სამუშაოს ძიების ვიზა, რომლითაც უცხოელები პორტუგალიაში შესვლას 180 დღით შეძლებენ“, - განაცხადა მენდესმა. მისი თქმით, მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით აღმოფხვრა „დიდი ხნის ანაქრონიზმი, როგორიცაა სამუშაო ვიზების გაცემის კვოტირების რეჟიმი“. ახალ ზომები შესულია მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის, გასვლისა და ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივი რეჟიმის ცვლილების შესახებ.  

საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა

მოსკოვში, საბერძნეთის საკონსულომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა. სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოროსიისკში სავიზო განაცხადების განხილვა 27 ივნისამდე გაგრძელდება. საკონსულოში აცხადებენ, რომ პროცესი ტექნიკური მიზეზით შეჩერდა, თუმცა ვიზების გაცემის აღდგენის თარიღის შესახებ ამ დრომდე არაა ცნობილი. ამას წინ უძღოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ საბერძნეთი, რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისთვის უსაფრთხო არ არის. ცნობისათვის, 2022 წლის აპრილში, საბერძნეთიდან 12 რუსი დიპლომატი გააძევეს.  

ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა

ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის,  ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა.  ესტონეთი რუსებს და ბელორუსებს იარაღის ფლობას აუკრძალავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს თქმით, რუსეთის გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, უხეშად არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, უარყოფითად აისახება ესტონეთისა და ევროკავშირის უსაფრთხოებაზე. „აუცილებელია რუსეთზე უწყვეტი ზეწოლა სანქციების გზით. თუ სანქციები დაეხმარება რუსეთის აგრესიის დასრულებას, ეს დადებითად იმოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზე", - განაცხადა რეინსალუმ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.      

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვში ლატვიის საელჩო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო ვითარების გამო" საელჩო აღარ იღებს სავიზო განაცხადებს რუსებისგან. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ახლო ნათესავის ლატვიაში დაკრძალვაზე გამგზავრების აუცილებლობა. ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა მანამდე ესტონეთმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვისა და სასწავლო ვიზების გაცემას. ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ფინეთის მთავრობაც განიხილავს სავიზო შეზღუდვებს. ოფიციალური ჰელსინკი გეგმავს, ეს საკითხი აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დააყენოს.  

ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა

ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული და უძრავი ქონების ფლობისთვის საჭირო ვიზების გაცემა გაურკვეველი დროით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.  ამ გადაწყვეტილების მიზეზი, 5 აგვისტოს რუსეთიდან 14 ბულგარელი დიპლომატის გაძევება გახდა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის საპასუხო ზომები, ბულგარეთის მსგავს გადაწყვეტილებაზე რუსეთის საგარეო მისიების თანამშრომლებთან დაკავშირებით. ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა ესტონეთმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა მანამდე ესტონეთმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვისა და სასწავლო ვიზების გაცემას. ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ფინეთის მთავრობაც განიხილავს სავიზო შეზღუდვებს. ოფიციალური ჰელსინკი გეგმავს, ეს საკითხი აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დააყენოს.

ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეჩერდეს.  სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ „უნდა შეჩერდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპაში ვიზიტი, ესაა პრივილეგია და არ აქვს კავშირი ადამიანის უფლებებთან“, - დაწერა კალასმა Twitter-ზე.  ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ესტონეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეჩერებულია. „რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს გასცემენ, მთელი სიმძიმე რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე - ფინეთზე, ესტონეთსა და ლატვიაზე ნაწილდება“, - ამბობს კალასი.  „დროა შევაჩეროთ რუსეთიდან ტურიზმი“, - განაცხადა კაია კალასმა.  ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს პეტიციას, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, უკრაინაში შესვლა 50 წლით აეკრძალებათ - მედია    

ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ესტონეთში შესვლა, ამ ქვეყნის მიერ გაცემული  შენგენის ვიზებით ეკრძალებათ. სანქცია ძალაში ერთ კვირაში შევა.   თუმცა დაშვებულია რამდენიმე გამონაკლისი. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განუცხადა.  ესტონეთი რუსებს და ბელორუსებს იარაღის ფლობას აუკრძალავს ამ დროისთვის ესტონეთი უკვე აღარ გასცემს ტურისტულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესვლას შენგენის მოქმედი ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ.   ესტონეთის მთავარ დიპლომატს სურს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის „ერთ კვირაში ამოქმედდება სანქციები შენგენის ვიზებთან დაკავშირებით, რომელიც ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე გასცა. ვიზები მოქმედი იქნება, თუმცა მისი მფლობელს სანქციები დაუწესდება და ესტონეთში შესვლას ვერ შეძლებს. კერძოდ, მათ ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ“, - განაცხადა მინისტრმა.  ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს გამონაკლისებს. ესტონეთში შესვლას რუსეთის მოქალაქეობის მქონე დიპლომატები, მათი ოჯახის წევრები შეძლებენ. ამასთან დაშვებულია ქვეყანაში გადამზიდავების შესვლა, რომლებსაც მოქალაქეები გადაჰყავთ და საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვას ახორციელებენ. ესტონეთში შესვლას შეძლებენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთა დაშვებაც ჰუმანიტარული მოსაზრებებითაა შესაძლებელი. ასევე დაიშვებიან ის პირები, ვისი ნათესავებიც ესტონეთის მოქალაქეები არიან ან აქვთ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების უფლება.   ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ შეზღუდვა ეხება ესტონეთში გაცემულ შენგენის ვიზებს და აკრძალვა შენგენის ზონის სხვა ქვეყნებზე არ ვრცელდება.   თუმცა, მომავალ კვირას ესტონეთის მთავრობა განიხილავს თუ რა გზებით აუკრძალოს შენგენის ვიზის მქონე რუსეთის ყველა მოქალაქეს ესტონეთში შესვლა.   შეგახსენებთ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, (რომელიც ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობს) იან ლიპავსკიმ, ოთხშაბათს მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას, რომელიც ადრე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მიერ იყო შემოთავაზებული. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა მოუწოდა შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა ევროკავშირში მოგზაურობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში ვიზიტი პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.  

ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გამართლებულად არ მიიჩნევს

გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერების იდეას მხარს არ უჭერს.  ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი შოლცის თქმით, ეს პუტინის ომია და გერმანია განაგრძობს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ვიზების საკითხზე საუბარი მისთვის რთულია. „ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას უკრაინასთან შეთანხმება მოუწევს" - განაცხადა ოლაფ შოლცმა.  ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქეებზე ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარს უჭრს.  ოლაფ შოლცი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გამართლებულად არ მიიჩნევს „ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვა, ეფექტური ზომა იქნებოდა“, - ამის შესახებ იან ლიპავსკიმ გამოცემა Novinky-თან ინტერვუში განაცახდა.  ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ამ თემას აგვისტოში, პრაღაში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე დააყენებს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი ცნობისთვის, ჩეხეთს ახლა ევროკავშირის თავმჯდომარის სტატუსი აქვს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

დმიტრო კულება: ევროპაში ტურიზმის აკრძალვის პერსპექტივით განაწყენებულ რუსებს შეუძლიათ, საჩივრით კრემლს მიმართონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით უკმაყოფილოები არიან, ურჩევს პრეტენზიები კრემლისკენ მიმართონ.  ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა  „ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით განაწყენებულ რუსებს შეუძლიათ თავიანთი საჩივრებით მიმართონ კრემლს და მათი თანამემამულეებიდან ომის მომხრე 70%-ზე მეტს. არავინ ითხოვს იმ რამდენიმე რუსისთვის აკრძალვას, ვისაც შეიძლება თავშესაფარი ან ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდეს“,-წერს კულება Twitter-ზე. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

ლიეტუვა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვაზე მოწოდებებს შეუერთდა

მას შემდეგ, რაც ესტონეთმა შენგენის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ლიეტუვამ განაცხადა, რომ აფასებს მეზობლის გადაწყვეტილებას და ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ მოწოდებებს უერთდება. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტური იქნება, თუ ის ევროკავშირის დონეზე იქნება მიღებული.   „ლიეტუვა თანმიმდევრულად გამოდის აგრესიული სახელმწიფოების მიმართ სანქციების გამკაცრების მოთხოვნით და მხარს უჭერს პოზიციას, რომ შეზღუდვები უფრო ეფექტურად მუშაობს, თუ ისინი ევროკავშირის დონეზე მოქმედებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა შეზღუდოს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაუქმება საერთო ევროპული გადაწყვეტილება უნდა იყოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაუქმება საერთო ევროპული გადაწყვეტილება უნდა იყოს.  გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ ამ დროისთვის ლიეტუვა არ გასცემს ტურისტულ ვიზებს. „ჩვენ ვიზებს მხოლოდ ჰუმანტარული მოსაზრებების საფუძველზე გავცემთ. ჩვენთვის ეს არაა ახალი დისკუსია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს უნდა იყოს საერთი ევროპული გადაწყვეტილება. „შენგენი“ ახლა ისე მუშაობს, რომ ჩვენი საზღვრები ადამიანებს, როგორც ღრუბელი წყალს ისე ატარებს. ზოგიერთები შედიან ერთ ქვეყანაში, ზოგიერთები მეორეში. დიახ ეს ასეა. ჩვენც ვნახეთ ასეთი შემთხვევები. ადამიანები, რომლებიც არ უნდა იყვნენ ლიეტუვაში, ჩვენს ქვეყანაში არიან, ან სხვა ქვეყნებში ხვდებიან. ამიტომ, ჩვენ რუსეთის მოქალაქეებითვის შენგენის ვიზების შეჩერებას საერთო ევროპულ დონეზე მხარს ვუჭერთ. ამასთან, საკითხს აქვს პოლიტიკური და მორალური მხარეც“, - ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.  ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირს ასევე მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს. „ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ უკრაინელები არიან უნარიანი, ქმედითი და სანდო პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება ევროპის საზღვრების დაცვას. რაც მეტი იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ომი“, - აღნიშნავს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. ლანდსბერგისის თქმით, „ხალხი იძულებული გახდა, გაქცეულიყო უკრაინიდან, ზოგიერთი მათგანი იქ რჩება და სიცოცხლისთვის, საკუთარი სახლებისთვის იბრძვის, მაშინ, როცა ადამიანებს რუსეთიდან ჯერ კიდევ თავისუფლად შეუძლიათ, იმოგზაურონ და ისარგებლონ თავისუფალი მსოფლიოს ყველა კეთილმოწყობილობით, რომელსაც მათი ხელისუფლება ებრძვის“.  

ფინეთის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შემცირება გადაწყვიტა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფინეთის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეებზეგაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა 10-ჯერ უნდა შემცირდეს. ფინეთი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები სექტემბრის დასაწყისიდან ამოქმედდება. ფინეთის მინისტრთა კაბინეტი გამოდის ინიციატივით, რომ რუსებისთვის ახალი ტიპის ჰუმანიტარული ვიზა შემოიღოს, რაც სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მგზავრობას გააიოლებს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემას ზღუდავს

ლატვიის მმართველმა კოალიციამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემის საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.  „სამომავლოდ ბინადრობის ნებართვა, იშვიათი შემთხვევების გარდა, ძირითადად არ გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა. მისი თქმით, უახლოეს კვირებში მთავრობა ამ საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.  კარინსმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზა გამონაკლის შემთხვევებში, ხოლო ბინადრობის ნებართვა პრაქტიკულად არ გაიცემა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

სანქცირებულ სერგეი ლავროვს დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში აშშ-ში ჩასვლა სურს

რუსეთის საელჩომ შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემის შესახებ, განცხადებით მიმართა.  სერგეი ლავროვს დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში, აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეში მონაწილეობა სურს. აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა „აშშ-ში რუსეთის საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ შეასრულონ იმ ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა და ვიზები სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრის სახელზე, დაუყოვნებლივ გასცენ“, - განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.  ელჩის თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ შეუქმნა სირთულეები რუსულ მხარეს სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით, მათ შორის გაეროს მეშვეობით. ანტონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტისას, გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე, რუსეთის დელეგაციის სრული მონაწილეობის საკითხს დააყენებს.  

ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა, ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ

„ყველა რუსისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ“, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  მისი თქმით, ევროკავშირმა არ უნდა გაუღოს კარი რუს ოლიგარქებს, თუმცა არსებობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, რადგან იმ ვითარებაში ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.   

აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალვას არ ემხრობა

აშშ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალავას არ ემხრობა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. იუწყება CNN.  „აშშ-ს არ სურს, ჩაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები რუსი დისიდენტებისთვის ან სხვებისთვის, ვინც დაუცველია ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია, ზღვარის გავლება რუსეთის მთავრობის ქმედებებს, უკრაინაში მის პოლიტიკასა და რუსეთის ხალხს შორის“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.  სპიკერმა დასძინა, რომ აშშ „მუშაობს ალიანსის წევრებთან და პარტნიორებთან, რათა დაწესდეს სასჯელი, განსაკუთრებით სავიზო შეზღუდვები კრემლის ოფიციალური პირებისთვის და მათი გარემოცვისთვის“.   „2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები თითქმის 5000 პირს დაუწესა. ჩვენ განვაგრძობთ, უკრაინაში შეჭრაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დავაკისრებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვეძებთ ყველა ინსტრუმენტს კრემლის პასუხისმგებლობისთვის", - ხაზგასმით აღნიშნა სპიკერმა. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

უნგრეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის, შენგენის ვიზების შეზღუდვას არ ემხრობა - პიტერ სიიარტო

უნგრეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების შემოღებას მხარს არ უჭერს და არც ვიზების გაცემის პროცედურას გაართულებს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და ფინეთმა, შესაძლოა, რუს ტურისტებს შესვლა აუკრძალონ, თუ ევროკავშირი აკრძალვას ბლოკის მასშტაბით არ აამოქმედებს ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ესტონელ კოლეგასთან ურმას რეინსალუსთან შეხვედრის შემდეგ Facebook-ზე დაწერა.   „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ წინადადებაზე, რომელიც გაამკაცრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების გაცემის პრაქტიკას. აქ ჩვენ სოლიდარულები ვართ გერმანიის კანცლერის პოზიციასთან და არ ვგეგმავთ რაიმე შეზღუდვის შემოღებას", - წერს სიიარტო. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირში მხარდაჭერას ვერ მიიღებს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირში მხარდაჭერას ვერ მიიღებს.    „ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების სრული აკრძალვა არ არის კარგი იდეა. არ მგონია, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა რამეს გვიშველის და არა მგონია, რომ ამ იდეას [ევროკავშირში] ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდეს“, - განაცხადა ბორელმა.  ამასთან, ბორელი მართებულად მიიჩნევს ვიზების გაცემის უფრო შერჩევითი მიდგომის დანერგვას. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია „გადახედოს მიდგომას  რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის ვიზების მიცემის თაობაზე. კერძოდ, არ მისცენ ვიზები რუს ოლიგარქებს“. ამასთან, ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა, მხარი დაუჭირონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რის შესახებაც სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times წერს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, 30-31 აგვისტოს, პრაღაში გაიმართება. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

ლატვია რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს

ლატვიაში შესვლის მსურველ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს დამატებითი შემოწმების გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ლატვიის მთავრობის მიერ 30 აგვისტოს მიღებული რეგულაციების თანახმად, ვიზის ან ბინადრობის ნებართვის გაცემისას, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებმა დამატებითი შემოწმება უნდა გაიარონ, რითაც შეფასდება, წარმოადგენს თუ არა ქვეყანაში მათი შესვლა „საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ან საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ”, - იუწყება ლატვიური საინფორმაციო საიტი Delfi. ლატვიის მმართველმა კოალიციამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემის საკითხზე პრინციპულ შეთანხმებას 18 აგვისტოს მიაღწია. „სამომავლოდ ბინადრობის ნებართვა, იშვიათი შემთხვევების გარდა, ძირითადად არ გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა  

პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა მინიმუმამდე შეზღუდა

პოლონეთმა უკვე შეზღუდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. მისი თქმით, პოლონეთი უკვე „დიდი ყურადღებით აანალიზებს რუსების სავიზო განაცხადს“.  მორავეცკი აცხადებს, რომ  უკვე დღეს „რუსეთიდან  გადაჭარბებული ვიზიტები აღარ ფიქსირდება და მინიმუმამდე შემცირდა. „ჩვენ ომში ვართ, ეს საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებს მიღმა ომია და ამიტომ, რუსმა აგრესორმა თავისი ქმედების შედეგები უნდა იგრძნოს. მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ დანაშაულებს ჩადის, მის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა - ეს არასწორია", - თქვა მორავიეცკიმ. პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 31 აგვისტოს განაცხადა. კულება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.  

ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა

ლატვიამ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემა ერთი წლით შეაჩერა. გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, ინვესტორებისთვის და მეწარმეებისთვის, მაგრამ არა ყველასთვის. ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი დაასახელა ლატვიამ იმიგრაციის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა.   „იმიგრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემა შეწყდება რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ლატვიაში. მაგალითად, ლატვიის მოქალაქეები ან არამოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო ენის არცოდნის გამო არ იღებენ მუდმივ ბინადრობის ნებართვას ან ევროკავშირის მუდმივი რეზიდენტის სტატუსს“, - ნათქვამია ლატვიის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.