ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეკრების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტების მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. იენს სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ NATO საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობს.
„NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ასევე შეუერთდნენ საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა გარე ჩარევის გარეშე. მე გუშინ შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ისიც მონაწილეობდა გუშინ საღამოს შეხვედრაში. მე და მოკავშირეებმა ხაზი გავუსვით მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის ჩარევის მიმართ. მათ ეს გააკეთეს 2008 წელს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, მეტი მხარდაჭერა და როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან.
რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოც არის, რადგან საქართველომ უკვე განიცადა მოსკოვის სამხედრო ინტერვენციის შედეგები. მათ ეს გააკეთეს 2008 წელს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუწიოთ მეტი მხარდაჭერა და როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან.
ეს იყო ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველსთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. მე ველოდები, რომ როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან [მადრიდის სამიტზე], ისინი კვლავ დაადასტურებენ ღია კარის ჩვენს პოლიტიკას და კვლავ განაცხადებენ იმას, რაც აქამდე ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვითქვამს საქართველოსა და NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
- სტოლტენბერგი: განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
- საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
15-16 ივნისს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. შეხვედრა 15 ივნისს, სამუშაო ვახშმით დაიწყო, სადაც მიწვეულნი იყვნენ პარტნიორები - ფინეთი, საქართველო, შვედეთი, უკრაინა და ევროკავშირი.
16 ივნისს, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორ სესიაზე შეიკრიბნენ. ცალკე გაიმართა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა უმასპინძლა.