ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ნავსადგურები იანვარ-აპრილში 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს. ტვირთბრუნვა გაიზარდა როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტებში.
ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში / 2022 წლის იანვარ-აპრილი
• ფოთის პორტი - 2.4 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.2 მლნ ტონა
• ბათუმის პორტი - 1.6 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.3 მლნ ტონა
საკონტეინერო ტვირთბრუნვა 2022 წლის იანვარ-აპრილში 6.5%-ით გაიზარდა.
პორტების მიერ გადამუშავებული კონტეინერები / 2022 წლის იანვარ-აპრილი
• ფოთის პორტი - 102 890 TEU (+ 4935 TEU)
• ბათუმის პორტი - 33 745 TEU ( + 3434 TEU)
• სულ - 136 635 TEU ( + 8370 TEU)