აშშ-ში აუქციონზე, უძველესი იაპონური ვისკის Yamazaki-ს ბოთლი $600 ათასად გაიყიდა. ძვირფასი ბოთლით, 55 წლის დაძველების ვისკი Sotheby's აუქციონზე გამოიფინა.
როგორც აღინიშნა, საუბარია Suntory-ის ბრენდის ვისკის ბოთლზე, რომელიც იაპონიის ისტორიაში „არა მხოლოდ უძველეს, არამედ ყველაზე ძვირფას ბოთლად მიიჩნევა“.
ლოტი დეკლარირებულ თანხაზე $100 ათასით ძვირად გაიყიდა.
ცნობისათვის, ტურისტული ბუმის ფონზე, რომელიც იაპონიაში პანდემიამდე იყო დაფიქსირებული, მსოფლიოში იაპონურ ვისკიზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, ადგილობრივ კომპანიებს მოუწიათ საწარმოო სიმძლავრის გაზრდა და ზოგიერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი ხშირად მაღაზიის თაროებიდან მარაგის ნაკლებობის გამო ქრებოდა.