საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ევროკომისიიის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა. ელჩის თქმით, ევროკომისიამ კარგი სამუშაო შეასრულა და გააკეთა კარგი ბალანსი წევრ ქვეყნებს შორის.
„ველოდები, რომ იქნება იმის მსგავსი გადაწყვეტილება, როგორიც ევროკომისიის მოსაზრება იყო. რა თქმა უნდა, ეს მომდევნო დღეების საქმეც არის. როდესაც ვხედავთ ევროკომისიის მოსაზრებას, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაც დაახლოებით ასეთი იქნება და არ იქნება განსხვავებული. თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა, გაქვთ ცხადი საგზაო რუკა კანდიდატის სტატუსის მიმართულებით და სურვილი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასე რომ, ეს არის საკმაოდ არსებითი მიღწევა და არსებითი ბედისწერა, რომ ეს შესაძლებელია.
ახლა კითხვა არის ამ რეფორმების განხორციელება, რადგან ზოგიერთი ისაუბრებს უკეთესი შედეგების შესაძლებლობაზე. კარგი, რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს აქვს ბედისწერა ამ კუთხით. თქვენ განახორციელეთ რეფორმები და სიურპრიზი არ არის, რომ გქონდათ მოლოდინები ამ საკითხებზე. შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ საკითხებზე, განახორციელოს რეფორმები, მოახდინოს დემოკრატიული ჩარჩოს კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მიაღწიოთ ამ შედეგს, სწორედ ეს არის ის, რისი დანახვაც გვსურს. ერთ კვირაში ეს ვერ მოხდება, მაგრამ უფრო ფართო ჩარჩოში, მნიშვნელოვანია ამ რეფორმებზე ყურადღების გამახვილება და პროგრესის ჩვენება, რომ შევძლოთ უფრო უკეთეს საფეხურზე გადასვლა ამ პროცესში. ვფიქრობ, ძალიან დამაიმედებელი ამოცანაა და ახლა კითხვა არის მისი შესრულება“,- განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.