იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა

იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ Qatar Energy-სთან $28.75 მილიარდიან პროექტს - North Field East მოაწერა ხელი. 

ყატარი საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც მიზნად ისახავს ყატარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი LNG ექსპორტიორის პოზიციის გაძლიერებას. ENI– ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესალზიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა რუსული ენერგიის ალტერნატივას ეძებს.

საერთო ჯამში, ჩრდილოეთ ველის გაფართოების გეგმა მოიცავს ექვს LNG მატარებელს, რომლებიც გააძლიერებენ ყატარის სიმძლავრეს 77 მილიონი ტონიდან წელიწადში (MTPA), 126 MTPA– მდე, 2027 წლისთვის. მეხუთე და მეექვსე მატარებლები მეორე ფაზის ნაწილია.

წყაროების განცხადებით, Exxon Mobil Corp, Shell და Conocophillips ასევე  მიიღებენ მონაწილეობას ჩრდილოეთ ველის გაფართოებაში. Qatar Energy– ის აღმასრულებელი დირექტორი საად ალ-კაბი ამბობს, რომ ინვესტირების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, აზიის მყიდველები პროექტის ბაზრის ნახევარს შეადგენენ, ხოლო დანარჩენი ევროპელი მყიდველები იქნებიან.

16 ივნისს, ენერგოკომპანიებმა ავსტრიულმა OMV-მ, იტალიურმა Eni-მ, გერმანულმა Uniper-მა 15 ივნისს რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებაზე შეტყობინება მიიღეს.

იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა მარტში შეაჩერა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინში შეიჭრა.