უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა უკვე აკმაყოფილებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების მნიშვნელოვან კრიტერიუმებს.
მისივე თქმით, ამ კვირაში ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საბოლოო გადაწყვეტილება კი, 23-24 ივნისს სამიტზე მიიღება.
„მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ევროკავშირი უკრაინას ამ სტატუსს საჩუქრად არ ანიჭებს. ბოლო წლებში, ჩვენ ბევრი სამუშაო ჩავატარეთ ჩვენ ქვეყანაში რეფორმებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ომის დროს უკრაინის მთავრობამ აჩვენა ინსტიტუციური სიძლიერის საოცარი დონე, მონდომება და ფუნქციონირების უნარი“, - ხაზგასმით აღნიშნა შმიგალმა.
ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.