თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-ს მადრიდის მომავალ სამიტზე, ქურთისტანის მუშათა პარტიისადმი (PKK) შვედეთის და ფინეთის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, დოკუმენტებს წარადგენს.
თურქული გაზეთის Sabah-ის ცნობით, ერდოღანი წარადგენს სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციების დროინდელ „მტკიცებულებებს“, მათ შორის შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო იარაღის AT-4-ის ფოტოებს და სერიულ ნომრებს. თურქეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ NATO ვერ დაამყარებს მოკავშირის დონეზე ურთიერთობებს ფინეთთან და შვედეთთან, სანამ ეს მტრული პოზიცია გაგრძელდება, წერს გაზეთი.
გაზეთის ინფორმაციით, ერდოღანი სამიტის დღის წესრიგში ასევე დააყენებს საბერძნეთთან დაძაბული ურთიერთობების საკითხს. მადრიდში NATO-ს სამიტs 28-30 ივნისს უმასპინძლებს.
მოკავშირეები განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან“, - მიმართა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტს, 12 ივნისს.
„NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები ისტორიულია. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი წევრობა გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი გაწევრიანება გაზრდის საერთო უსაფრთხოებას. ფინელი ჯარისკაცები მონაწილეობენ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში.
ახლა კი მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან.
ჩემი თანამშრომლები ასევე აგრძელებენ მჭიდრო დიალოგს სამივე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად, რათა წინ წავიწიოთ თქვენი გაწევრიანების გზაზე.
ასე რომ, პრეზიდენტი ნიინისტო, NATO და ფინეთი იზიარებენ საერთო ღირებულებებს და საერთო ინტერესებს. NATO-სთვის მნიშვნელოვანია ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება. ბევრმა მოკავშირემ უკვე გამოხატა თავისი ვალდებულება თქვენი უსაფრთხოების მიმართ. NATO ფხიზლად რჩება. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ამ რეგიონში. როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი წვთნები - BALTOPS მიმდინარეობს 7000-ზე მეტი ძალით NATO-ს 14 მოკავშირიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან, რომლებიც მხარდამხარ ვარჯიშობენ.
ფინეთის და შვედეთის ძალები ასევე მონაწილეობენ NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის წვრთნებში ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში. ეს არის NATO-ს ერთგულების ძლიერი დემონსტრირება ამ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონის მიმართ“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს.
თურქეთი ოფიციალურად ითხოვს:
- შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის
არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.