პრეზიდენტად ხელახლა არჩევიდან ორ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე კონტროლს დაკარგავს. BBC-ის ცნობით, რომელიც წინასწაც მონაცემებს ეყრდნობა, მაკრონის ცენტრისტული ანსამბლის კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ ათობით ადგილს კარგავს. ვარაუდობენ, რომ მემარცხენე-მწვანე ალიანსი მეორე ადგილზე იქნება, მაგრამ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ასევე კარგი შედეგი აჩვენა.
კერძოდ, მაკრონის გაერთიანებას 300-ზე მეტი მანდატი ჰქონდა პარლამენტში და აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა ლე პენი. სრული უმრავლესობის შესანარჩუნებლად მას 289 ადგილი სჭირდებოდა. ახლა კი მაკრონის ალიანსს შეუძლია, მხოლოდ 224 საპარლამენტო მანდატს მიაღწიოს.
TF1 TV-ს ცნობით, რომელსაც BBC ეყრდნობა, მემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის მემარცხენე-მწვანე ალიანსი „Nupes“ 150-დან 180 მანდატებს მოიპოვებს, ხოლო ულტრამემარჯვენე ნაციონალური „Rally“ რვა ადგილიდან 80-დან 100-მდე მანდატს.
577 ადგილიანი ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება თითქმის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭიროა 289 მანდატი.
ადგილის მოსაპოვებლად კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი და რეგისტრირებული ამომრჩეველთა მინიმუმ 25%-ის მხარდაჭერა სჭირდება.