"რუსეთს არ შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ უკრაინაში დატყვევებულ ვეტერან ამერიკელ სამხედროებს არ დაემუქრებათ სასიკვდილო განაჩენი", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა
"მე გარანტიებს ვერ მოგცემთ. ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული. ამერიკელი სამხედროები უკრაინაში უკანონო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, 15 ივნისს ბრიტანულმა გაზეთმა Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მხარეს მოხალისედ მებრძოლი ორი ყოფილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ალექსანდრე დრიუკი და ენდი ტაი ნგოკ ჰიუინი, ხარკოვის მახლობლად დაატყვევეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან, რათა ინფორმირებული იყოს უკრაინაში რუსების მიერ დატყვევებული ამერიკელი სამხედროების მდგომარეობის შესახებ.