ესტონეთი რუსეთის ელჩს 18 ივნისის ინციდენტის გამო იბარებს. საუბარია რუსული ვერტმფრენის მიერ ეროვნული საჰაერო სივრცის დარღვევაზე. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მეზობლების დაშინება და გაიაზროს, რომ უკრაინაში შეჭრის ფასი მაღალია.
„ესტონეთი მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესად სერიოზული და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც უდაოდ იწვევს დამატებით დაძაბულობას", - მიიჩნევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.