ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„სამწუხაროდ, წუხელ ძლიერი მიწისძვრა მოხდა პაქტიკას პროვინციის ოთხ რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ჩვენი ასობით თანამემამულე და დაინგრა ათობით სახლი“, - წერს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ბილალ კარიმი სოციალურ ქსელში.
ამასთან, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში მოხდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.