რუსეთიდან 50-დან 70- ათასამდე IT სპეციალისტმა დატოვა. შესაძლოა მათი რიცხვი 100 ათასამდე გაიზარდოს. ამის შესახებ რუსეთი ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა სერგეი პლიგოტარენკომ სახელმწიფო დუმის პროფილურ კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია კადრების გადინების შეჩერება. ყველაზე ნეგატიური პროგნოზია, რომ მეორე ტალღის შემდეგ ქვეყანა შესაძლოა კიდევ 100 ათასმა IT სპეციალისტმა დატოვოს“, - განაცხადა პოლუგოტარენკომ.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ საჭიროა გადაუდებელი ღონისძიებების გატარება, რათა ტენდენცია შეიცვალოს. ჯერჯერობით უცნობია კადრების გადინების შესაჩერებლად რა „გადაუდებელ ღონისძიებებს“ გაატარებს რუსეთის მთავრობა.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
ასევე წაიკითხეთ
ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა $3 მილიარდის რუსული აქტივები გაასაჯაროვა
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის