BBC: ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელი, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მართვის მინისტრის მოადგილის მოვალეობებს ასრულებს, აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 900-სს აღემატება.

ცნობისთვის, 6,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით ღამის 01:30 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში.


ასვე წაიკითხეთ:

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა