17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროპულ საბჭოს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინი იყო, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო.
„ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ. 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროპულ საბჭოს. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პესრპექტივის შესახებ და ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროსაბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი,
ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი, ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა, რომ არის „მოღალატე“ და მას უწოდა „მონა“.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.