საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე თურქეთს ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვევა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი თურქეთს ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვევა. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს მოჰამედ ბინ სალმანთან, რომელიც დაზიანებული კავშირების გამოსწორებას ისახავს მიზნად.

BBC წერს, რომ ვიზიტი ხორციელდება მაში, როცა თურქეთი ეძებს ინვესტიციებს და დახმარებას, რათა ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს. ამავდროულად, პრინც მუჰამედს საერთაშორისო იზოლაციის დასრულება სურს.

პრინცი ასევე ეწვია იორდანიასა და ეგვიპტეს ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში და მომავალ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება.

შეგახსენებთ, ერდოღანმა ირიბად დაადანაშაულა პრინცი ხაშოგის მოკვლის ბრძანებაში. თავის მხრივ, მუჰამად ბინ სალმანმა მკვლელობაში რაიმე სახის მონაწილეობა უარყო.

Jamal Khashoggi speaks at an event hosted by Middle East Monitor in London, (29 September 2018)

ხაშოგი, აშშ-ში დაფუძნებული „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი და პრინც მუჰამედის ცნობილი კრიტიკოსი იყო. ბოლოს, სტამბოლის საკონსულოში შესვლისას, 2018 წლის 2 ოქტომბერს ნახეს. გაეროს გამომძიებელმა დაასკვნა, რომ ის „სასტიკად მოკლა" საუდის არაბეთის აგენტების 15-კაციანმა ჯგუფმა, რომელიც რიადიდან გაგზავნეს და რომ მისი ცხედარი დანაწევრებული იყო. მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, საუდის არაბეთის სასამართლომ ხუთი ადამიანი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში უშუალო მონაწილეობისთვის და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მოგვიანებით, მსჯავრი 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა, ხოლო შვიდიდან სამს 10 წლამდე პატიმრობა მკვლელობის დაფარვისთვის მიესაჯა. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის სანქცია გასცა.

ერდოღანი საუდის არაბეთს, ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად, მაისში ეწვია.