ავღანეთში, ბოლო მონაცემებით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1 000-ზე მეტი და დაშავებულია 1 500-მდე ადამიანი. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი.
BBC-ი წერს, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის შუაგულშია და „თალიბანის“ მაღალჩინოსანმა, აბდულ ქაჰარ ბალხიმ განაცხადა, რომ მთავრობა „ვერ შეძლებს ხალხის დახმარებას ფინანსურად ისე, როგორც საჭიროა“.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსვერპლი ისევ გაიზრდება.
ასევე წაიკითხეთ:
BBC: ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება