შეერთებული შტატები გმობს კრემლის ფართოდ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია, დაადანაშაულოს შეერთებული შტატები, დასავლეთი და უკრაინა, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში საკვების მზარდი დეფიციტის გამო.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია და კრემლთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მანქანის წარმომადგენლები ცდილობენ, გადაიტანონ ყურადღება რუსეთის პასუხისმგებლობისგან.
აშშ-ის განცხადებით, რუსეთმა საკვების იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს.
კიევის, მოსკოვის, ანკარისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივ შეხვედრა, სავარაუდოდ უახლოეს კვირებში უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.