მოსკოვში, საბერძნეთის საკონსულომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა.
სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოროსიისკში სავიზო განაცხადების განხილვა 27 ივნისამდე გაგრძელდება. საკონსულოში აცხადებენ, რომ პროცესი ტექნიკური მიზეზით შეჩერდა, თუმცა ვიზების გაცემის აღდგენის თარიღის შესახებ ამ დრომდე არაა ცნობილი.
ამას წინ უძღოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ საბერძნეთი, რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებისთვის უსაფრთხო არ არის.
ცნობისათვის, 2022 წლის აპრილში, საბერძნეთიდან 12 რუსი დიპლომატი გააძევეს.