შეერთებული შტატები სამ რუსულ ავიაკომპანიას, ამერიკული ნაწილებისა და მომსახურების მიღებას უკრძალავს.
- „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა
- გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა
Aeroflot-ის შემდეგ, სამ უმსხვილეს გადამზიდავს Pobeda-ს, Nordwind Airlines-სა და S7 Airlines-ს, სააღსრულებო ზომები შეეხოთ. კერძოდ, საქმე ეხება ექსპორტის კონტროლის დარღვევას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დაწესდა.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორთა ასოციაციის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ფედერაციის ყველა ავიაკომპანიის საოპერაციო ზარალმა 61,1 მილიარდი რუბლი შეადგინა. ეს ინდუსტრიისთვის ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია. დოკუმენტის თანახმად, ზარალის ძირითადი მიზეზი სანქციების გავლენაა.