რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელორუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი ბელორუსს Iskander-M-ის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის.
პუტინის თქმით, სარაკეტო სისტემას ბელორუსი რამდენიმე თვეში მიიღებს. ისკანდერის ბალისტიკურ სარაკეტო სისტემას 500-კილომეტრიან რადიუსზე შეუძლია მოქმედება. ასევე აქვს ბირთვული ქობინების გადატანის ფუნქცია.
ცნობისათვის, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სანკტ-პეტერბურგში იმყოფება, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაში მონაწილეობს.