აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის კანონპროექტს ხელი მოაწერა.
ბაიდენის განცხადებით, ხელმოწერილი კანონი "მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს“, თუმცა კომპრომისის გამო ყველაფერი არ არის გათვალისწინებული, რაც თავად სურდა.
ახალი კანონმდებლობით, გამკაცრდება 18-დან 21 წლამდე იარაღის მყიდველების შემოწმება, 5 წლით აიკრძალება იარაღის მიყიდვა იმ პირებზე, რომლებიც ოჯახური ძალადობის გამო ნასამართლევი არიან. ამასთანავე, გაამარტივებდა იარაღის ჩამორთმევა. ასევე, კანონპროექტით, გამოიყო $13 მილიონი, რომელიც ძირითადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებსა და მასობრივი სროლების გამოცდილების მქონე სკოლებს მოხმარდებათ.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ მიმართვას წინ უძღოდა ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში მომხდარი სროლა, რასაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.