კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მაშველებმა 7 წლის გოგო გადაარჩინეს.
„შვიდი წლის გოგო გადაარჩინეს სარაკეტო იერიშის შემდეგ, შევჩენკოვსკის რაიონში. ის საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს და ცოცხალია. ახლა ბავშვის დედის გადარჩენას ცდილობენ“, - იტყობინება კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.
კვირას, დილით, 26 ივნისს, კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონში რუსული რაკეტა ცხრასართულიან კორპუსს დაეცა.
გაჩნდა ხანძარი, პირველი, მე-2 და მე-3 სართულები ნაწილობრივ განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. ნანგრევებიდან სულ 4 გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს.