უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა კიევის, შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს, რომელიც კვირას რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩნდა.
მიმდინარეობს გადაუდებელი სამაშველო სამუშაო და ნანგრევების დემონტაჟი.
კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მაშველებმა 7 წლის გოგო გადაარჩინეს.
კვირას, დილით, 26 ივნისს, კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონში რუსული რაკეტა ცხრასართულიან კორპუსს დაეცა.
პირველი, მე-2 და მე-3 სართულები ნაწილობრივ განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. ნანგრევებიდან სულ 4 გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს.