2022 წლის NATO-ს სამიტის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) დაკვეთით, NATO-ს წევრი ოცდაათივე ქვეყნის მოქალაქეებში გამოკითხვა ჩატარდა. NATO-ს ცნობით, საერთო ჯამში, NATO-ს მხარდაჭერა რჩება ძლიერი და კვლავ იზრდება.
მოქალაქეების 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ NATO მნიშვნელოვანია მათი ქვეყნის მომავალი უსაფრთხოებისთვის და მხარს უჭერს მათი ქვეყნის გაწევრიანებას. 60% ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შედეგად, საკუთარ ქვეყანას უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევს.
დაახლოებით ორი მესამედი ეთანხმება, რომ მათმა ქვეყანამ უნდა დაიცვას სხვა ქვეყანა თავდასხმის შემთხვევაში (67%) და ფიქრობს, რომ NATO-ში გაწევრიანება უცხო ქვეყნის თავდასხმას ნაკლებად სავარაუდოს ხდის (62%). მოქალაქეების თითქმის 80% მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების შენარჩუნებას ან გაზრდას.
მოქალაქეების მზარდი რაოდენობა რუსეთის მიმართ არაკეთილგანწყობილია (68%). 2021 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 27%-ით გაიზარდა.
52% არაკეთილგანწყობილია ჩინეთის მიმართ. ეს მაჩვენებელი 2021 წლის შემდეგ, 11%-ით არის გაზრდილი. რესპონდენტთა 67% თვლის, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, გავლენა მოახდინა მათი ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.
ინფორმაციისთვის, NATO ალიანსის ირგვლივ არსებული ტენდენციების მონიტორინგის მიზნით, მსგავს კვლევებს რეგულარულად ატარებს.