დიდი ბრიტანეთის მთავრობა 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რემონტის მიზნით, რათა რუსული აგრესიის ფონზე ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტს ხელი შეუწყოს.
„გარდა იმისა, რომ აფერხებს მარცვლეულის ექსპორტს შავი ზღვის გავლით - მარშრუტით, რომლითაც უკრაინის მარცვლეულის 96%--ია ექსპორტირებული, რუსული თავდასხმები აფერხებს სარკინიგზო ექსპორტს. ამის საპირისპიროდ, დიდი ბრიტანეთი თავის წვლილს შეიტანს 10 მილიონი ფუნტი სტერგლინის გამოყოფით, რაც მოხმარდება უკრაინის რკინიგზის აღჭურვილობას, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რემონტს და ქვეყანას მარცვლეულის რკინიგზით გატანაში დახემარება“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთვრობის ოფიციალურ პრესრელიზში.
მისივე თანახმად, დიდი ბრიტანეთი მჭიდრო კონტაქტშია უკრაინის მთავრობასთან იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდოს თავისი სარკინიგზო სიმძლავრე და გააგრძელოს მატარებლებისა და მარცვლეულის გადატანა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ რუსეთი არამხოლოდ აფერხებს უკრაინას მისი მარცვლეულის ექსპორტში, არამედ, მზარდი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთი იპარავს მარცვლეულს უკრაინიდან, კონტრაბანდულად გადააქვს საზღვარზე.
ინფორმაციისთივის, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.
უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.