უზბეკეთმა შესაძლოა, გაზის ექსპორტზე მთლიანად უარი თქვას. ამის შესახებ „უზტრანსგაზის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ბეჰზოტ ნარმატოვმა განაცხადა.
„შესაძლოა, უახლოეს მომავალში უზბეკეთში წარმოებული მთელი გაზი დარჩეს უზბეკეთში, რადგან ქიმიური ქარხნები ფართოვდება, აუცილებელია შიდა ეკონომიკის მხარდაჭერა. დიახ, იყო ექსპორტი, მაგრამ მაინც არ გვაქვს იგივე ეკონომიკური დინამიკა. სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მაგრამ ექსპორტი სუფთა სახით - აბა, რამდენად მომგებიანია ეს ეკონომიკისთვის, როდის შეიძლება მისი დამუშავება და დამატებითი ღირებულების ჯაჭვების შექმნა?“ - განაცხადა ნარმატოვმა და დასძინა, რომ ექსპორტი შესაძლოა 2025-2026 წლებში შეჩერდეს.
ამ დროისთვის უზბეკეთში წარმოებული გაზის დაახლოებით 10% ჩინეთში ექსპორტირდება.